იმისთვის, რომ თქვენი მისაღები ოთახი თანამედროვედ გამოიყურებოდეს, ყოველწლიურად ამის მიღწევა უფრო და უფრო მარტივი ხდება. მათთვის, ვისაც სურს გაალამაზოს თავისი სივრცე, 2023 წელმა სასურველი ტენდენციები შემოიტანა,Დაწყებული დიდი ზომის ავეჯიდან, დამთავრებული ბუნებრივ მასალამდე. მიმდინარე წელს ინტერიერის დიზაინის ტენდენციებში თამამი ფერებია აქტუალური. Ასევე, ელეგანტური ავეჯი და განათებაზე აქცენტი.Უფრო დეტალურად კი გირჩევთ გაეცნოთ ბლოგს.
1.მაღალი დონის ტექნოლოგია სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისაღები ოთახის დიზაინში. მათ შორის ყველაზე პოპულარულია ავტომატური განათება, ტემპერატურის კონტროლი და ჭკვიანი მინა. გარდა ამისა, ხმოვანი და მობილურით კონტროლირებადი გასართობი სისტემები.
2023 წლის ტენდენციებში, სკულპტურული მაგიდის ნათურებიდან გეომეტრიულ იატაკის ნათურებამდე, განათება და მისი ფორმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. უფრო მეტიც, გაიზარდა არჩევანი ამ მხრივ, რადგან ასიმეტრიული და დიდი ზომის დიზაინები მოთხოვნადია და პოტენციურ მყიდველთა ყურადღების ცენტრშია.
თუ თქვენს სახლში ვიზუალური კონტრასტი გსურთ, შერეული მასალების დამატება შესანიშნავი ვარიანტია. სხვადასხვა მასალებს, როგორიცაა ლითონი, მინა და ქვა, შეუძლია შექმნას ინდივიდუალური და უნიკალური სტილი. Ამის ხრიკი კი არის სწორი ბალანსი.
2023 წლის მისაღები ოთახის ტენდენციებში ბუნებრივი ბოჭკოები და მასალები უფრო და უფრო საყურადღებო გახდება. ტექსტურებს ხომ შეუძლიათ ვიზუალური სიღრმე შესძინონ სივრცეს.
Საუბარია ავეჯის ისეთ განლაგებაზე, რომელიც ხელს უწყობს პირად საუბრებს კომფორტულ გარემოში. 2023 წელს თითოელი ჩვენგანი უფრო მეტად შევხვდებით მრავალფეროვან განლაგებას ინტერიერში. ეს განლაგება საშუალებას მისცემს ადამიანებს იჯდნენ დამოუკიდებლად, მაგრამ მაინც იგრძნონ თავი, თითქოს კომფორტულ სასაუბრო გარემოში არიან.
ჩვენი სახლები მხოლოდ მოსასვენებელი და ღამის გასათენებელი სივრცე არ არის და ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა პანდემიის ფონზე და მას შემდეგ. Დღესდღეობით, თუ სივრცე გვაძლევს ამის საშუალებას, სახლი მოიცავს ყველაფერს, საუნიდან დაწყებული, ბარით და სპორტული დარბაზით დამთავრებული. ანალოგიურად, საცხოვრებელი ოთახები მიმდინარე წელს იქნება როგორც მრავალფუნქციური სივრცეები. Დაამატეთ ის, რაც ისურვებდით სივრცეში, რათა თავი უფრო კომფორტულად იგრძნოთ. Დამაატეთ სათამაშო მაგიდებით თუ სხვა გასართობი სივრცეები.
2023 წელს თქვენი მისაღები ოთახის ტრადიციული დეკორაციის ნაცვლად, სცადეთ განსხვავებული აქსესუარები,მაგრამ შეინარჩუნეთ თქვენი ფავორიტები, თქვენი ფანტაზიის მაქსიმალიზმი შეგიძლიათ ჩადოთ თქვენი ბუხრის, კედლების ან თაროების გაფორმებით.
მთავარია, იყოთ გაბედული და დაამშვენოთ სივრცეები, რომლებიც ასახავს თქვენს პიროვნებას. ამასთანავე, იყავით ზომიერი მასშტაბის, ზომის და ქსოვილების რაოდენობის დაბალანსებაში.
2023 წელს სახლში სიმყუდროვის ხელშეწყობა უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ოდესმე. ასე რომ, ამის გათვალისწინებით, შექმენით დამამშვიდებელი და მიმზიდველი მისაღები ოთახი და ამასთანავე, სასიამოვნო ინტერიერი. რაც უფრო ბუნებრივი და მყუდრო იქნება თქვენი საცხოვრებელი სივრცე, მით უკეთესი.
გაითვალისწინეთ, სწორი განლაგება, დამამშვიდებელი ფერების კონტრასტი და ბუნებრივი ინტერიერის აქსესუარები, როგორიცაა მცენარეები და ორგანული ავეჯი – ამ ელემენტებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ სასიამოვნო გარემოს შემოტანას თქვენს სახლში და დასვენების ხელშეწყობას მყუდრო და მშვიდ გარემოში.