მშენებარე ბინები თბილისში

ჩვენ შესახებ

MS ბილდერი სამშენებლო/დეველოპერული კომპანიაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და სწრაფად იმკვიდრებს თავის ადგილს სამშენებლო სექტორში.

ჩვენი პირველი პროექტი თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N65-ში, განვახორციელეთ და დავამკვიდრეთ მშენებლობის უმაღლესი ხარისხი. მომდევნო პროექტი აშენდა დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩაზე – 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც დღესაც გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით და გონივრულად დაგეგმარებული ბინებით. 
ამ ეტაპზე, თბილისში ორი პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს: დიდი დიღმისა და ვაზისუბნის პროექტები. თითოეული მათგანი შენდება უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტები და ფასეულობებია: ხარისხი პროფესიონალიზმი და მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინება. 

MS ბილდერის თითოეული დასრულებული პროექტი მიღებულია ექსპლუატაციაში, ამჟამინდელი ორივე მიმდინარე პროექტი კი თავდაპირველად დათქმულ ვადაზე ადრე სრულდება.
ჩვენი პროექტების ფინანსური პარტნიორია TBC ბანკი. მომხმარებლებს ვთავაზობთ მათზე მორგებულ გადახდის პირობებსა და ინდივიდუალურად შედგენილ გრაფიკს.
ჩვენ ვქმნით ახალ და განსხვავებულ სივრცეებს საზოგადოების მოთხოვნებიდან გამომდინარე