MS ბილდერის მორიგი პრემიუმ კლასის პროექტი წარმოდგენილი იქნება ვაზისუბანში , დ.კვაჭანტირაძის 24 ნომერში.
თანამედროვე არქიტექტურა, საკუთარი რეკრეაციული ზონა, გარშემო განვითარებული ინფრასტრუქტურა და მშენებლობის მაღალი ხარისხი-ეს ის პრიორიტეტებია რაც თვალნათლივ გამოარჩევს კომპლექსს. ინდივიდუალური გადახდის პირობა კი საუკეთესო არჩევანის საშუალებას მოგცემთ.
პროექტი უზრუნველყოფილი იქნება პრივატული საბავშვო სივრცითა და მოედნით. საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, მეტროსადგური და ტრანსპორტის გაჩერება კი 2-5 წუთის დიაპაზონშია განლაგებული.
15 საცხოვრებელი სართულიდან თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი ფართი მინიმუმ 36 კვადრატიდან . რაც მთავარია მეტი კომფორტისათვის ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს ჩაბარების სასურველ კონდიციასა და უსაფრთხოების სრულ დაცვას მომავალი მობინადრეებისათვის.